“კვარაცხელიას და ოსიმენს არასოდეს არ შევცვლიდი” – ხვიჩას ფედელე გამოექომაგა

“ბარსელონასთან” მატჩისას შეცვლის გამო, “ნაპოლის” გარემარბის ს რეაქციას იტალიურ მედიაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. საფეხბურთო აგენტმა და “პარმას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-ს ეთერში ნეაპოლური გუნდის მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა გააკრიტიკა:
“დაუშვა თუ არა შეცდომა, როდესაც მოედნიდან კვარაცხელია გაიყვანა? არც მას და არც ოსიმენს არასოდეს არ შევცვლიდი. მე არ ვეთანხმები… გულშემატკივრები თამაშით კმაყოფილები არიან? გუშინ “ნაპოლის” კიდევ ერთი ცუდი შეხვედრა ვნახე, არ ვიცი, მათ რას უყურეს, რომლებიც ამბობენ, რომ დიდი გუნდი იხილეს. რეალისტი ვ
არ, კარში ბურთი არ არც ერთხელ არ დაურტყამთ. ოსიმენი იტალიაში 52 დღე არ იყო, რამაც მაცარის თავის მართლების საშუალება მისცა.
არაფერიც არ შეცვლილა. თუ არ ჩავთვლით პირველი და მეორე ტაიმის ბოლო 15 წუთს, ძალიან ცუდი “ნაპოლი” ვნახე. ფეხბურთელები – მოჩვენებები, გასული სეზონის გახუნებული ფოტოასლები: პირველ რიგში დი ლორენცო, ლობოტკა და ანგისა. ჩემზე ერთადერთმა ოლივეირამ მოახდინა შთაბეჭდილება. ეს “ნაპოლის” ერთ-ერთი ცუდი მატჩი იყო. აქამდე ყველა ლაპარაკობდა, რომ თუ სახლში “ბარსელონას” ვერ მოვუგებდით, შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდოდით”.
ხვიჩას შესახებ Sky Sport-ის ჟურნალისტმა ფრანჩესკო მოდუნომ ისუბრა: “კვარაცხელია შეცვლისას უკმაყოფილებას გამოხატავს? უკვე კარგა ხანია მიხვდა, რომ საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია არ შეუძლია. რამდენიმეჯერ ვერ მოითმინა, მაგრამ მე მისი სხვებზე მეტად მჯერა, ბიჭი ძალიან თვითკრიტიკულია, ხანდახან აღშფოთებულია, მოედნიდან გაბრაზებული გადის, მაგრამ მხოლოდ თავის თავთან მიმართებაში, ეს კარგი ნიშანია მათთვის, ვინც იცის, რომ სხვა დონისაა”.