დიფთერია-ყივანახველა-ტეტანუსი-პოლიომიელიტის ვაქცინის შესყიდვისთვის NCDC-მ 6.8 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

ს.ს.ი.პ. “ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი” 2024-2025 წლის “იმუნიზაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ოთხკომპონენტიანი ვაქცინის შესყიდვისთვის 7 მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს. შესაბამისი ტენდერი 21 თებერვალს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 20 მარტს დაიწყება და 25 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 857 200 ლარია. (მათ შორის 2024 წლის ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს: 3 539 200.00 ლარს, ხოლო 2025 წლის ღირებულება შეადგენს – 3 318 000.00 ლარს)
საქონლის ტექნიკური პარამეტრებში ნათქვამია, რომ შესყიდვის ობიექტია დიფთერია – ყივანახველა (არაუჯრედული) – ტეტანუსი/ინაქტივირებული პოლიომიელიტი – DPaT/P ვაქცინა.
· ვაქცინის ერთი დოზა 0,5 მლ უნდა შეიცავდეს აქტიურ ნივთიერებებს:
· დიფთერიის ტოქსოიდი – არანაკლებ 30 IU
· ტეტანუსის ტოქსოიდი – არანაკლებ 40 IU
· ყივანახველას ტოქსოიდი – 25 mcg
· ინაქტივირებული პოლიოვირუსი
· ტიპი 1 – 40 D ანტიგენ ერთეული
· ტიპი 2 – 8 D ანტიგენ ერთეული
· ტიპი 3 – 32 D antigen unit
· ვაქცინა უნდა გამოიყენებოდეს დიფთერიის, ყივანახველას, ტეტანუსის და პოლიომიელიტის საწინააღმდეგო რევაქცინაციისათვის 18 თვის და 5 წლის ასაკში. ვაქცინის ადმინისტრირება შესაძლებელი უნდა იყოს 14 წლის ასაკამდე.
საქონლის ვარგისიანობის ვადა მოწოდების მომენტისთვის უნდა იყოს არანაკლებ 15 თვე. „საქონლის“ მიწოდების პირობები – „საქონელი“ უნდა იყოს წარმოდგენილი მწარმოებლის შესაბამისი ორიგინალი შეფუთვით და მწარმოებლის მიერ დადგენილი შენახვის პირობების დაცვით.