დანიის თავდაცვის მინისტრი – ვმუშაობთ იმისთვის, რომ უკრაინას პირველი F-16-ები ზაფხულში გადავცეთ

ვმუშაობთ იმისთვის, რომ ს პირველი F-16-ები ზაფხულში გადავცეთ, – ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა განაცხადა.
„არსებობს რამდენიმე პირობა, რომელიც იქამდე უნდა დაკმაყოფილდეს, ვიდრე უკრაინა გადაცემულ თვითმფრინავებს გამოიყენეს, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ზაფხულისთვის, როდესაც პირველი F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემას შევძლებთ, ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართოს“, – განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა.
დანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, უკრაინისთვის F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემა უკრაინელი პილოტების მომზადების დონესა და უკრაინაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობაზეა დამოკიდებული.

ასევე დაგაინტერესებთ