ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული, მუდმივად ფიქრობს პროცესების გამარტივებასა და ხარჯის ოპტიმიზაციაზე. სწორედ ასეთი ბიზნესის მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკმა ახალი პროდუქტი – ბიზნეს ნაკრები შექმნა. ბიზნესის ზომისა და სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, საქართველოს ბანკი მომხმარებლებს სასტარტო, S, M და L ნაკრებს სთავაზობს. ნაკრებებში ყველა ის აუცილებელი საბანკო სერვისია თავმოყრილი, რომლითაც ბიზნეს მომხმარებლები ყოველდღიურად სარგებლობენ. მათი მართვა კი ერთ სივრცეში, ციფრულადაა შესაძლებელი.
საქართველოს ბანკის სასტარტო ბიზნეს ნაკრები უკვე გაააქტიურა 8/10Shop-მა. კომპანია ქართველი მეწარმეების მიერ შექმნილ მრავალფეროვან პროდუქციას აერთიანებს და მოხმარებლამდე მიაქვს. მას მუდმივ რეჟიმში უწევს არაერთ პარტნიორთან კომუნიკაცია და ყველა დეტალის აღრიცხვა, შესაბამისად, სასტარტო ნაკრები მის საჭიროებებს სრულად პასუხობს:
„ყოველთვიურად ვასრულებ მეწარმეებთან თანხების გადარიცხვას, მომხმარებლებთან შეკვეთების ტრანსპორტირებას, მარაგებისა აღრიცხვასა და კონტროლს. საქართველოს ბანკის სასტარტო ბიზნეს ნაკრების მეშვეობით კი ყველა ამ პუნქტს უფრო შეღავათიანი ტარიფებით და გამართულად შევასრულებთ“, – ამბობს 8/10Shop-ის დირექტორი, თათა კაპანაძე.
გარდა იმისა, რომ სასტარტო ბიზნეს ნაკრები მცირე და საშუალო მეწარმეებს პროცესების უმარტივებს, ამავდროულად განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობასაც აძლევს. მათ შორისაა სოციალური მედიის მართვის ორთვიანი უფასო მომსახურება, ბუღალტრულ მომსახურება და სხვა. საკუთარი საქმიანობისთვის საჭირო და საინტერესო შეთავაზებებზე თათა კაპანაძე უფრო ვრცლად საუბრობს:
„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო OneWay-ის სპეციალური ფასდაკლება საკურიერო მომსახურებაზე, რომელიც სასტარტო ბიზნესნაკრების მეშვეობით გვაქვს. ასევე, საწყობის მენეჯმენტის სისტემა, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ შევძლოთ მარაგების სწორი აღრიცხვა და კონტროლი. აუცილებლად გამოვიყენებ ბუღალტრულ 3-თვიან უფასო მომსახურებას, რაც უფრო ნათელ ხედვას მოგვცემს, სად ვართ ამ მიმართულებით და რისი გაუმჯობესებაა საჭირო სწორი აღრიცხვიანობისთვის“.
8/10Shop ერთ-ერთი პირველია, რომელიც საქართველოს ბანკის ბიზნეს ნაკრების, კონკრეტულად კი, სასტარტო ნაკრების მომხმარებელი გახდა. თათა კაპანაძის თქმით, ნაკრების ამოქმედება შესაძლებლობას მისცემს კომპანიას, რუტინული პროცესები შეუმსუბუქდეს და ბიზნესის განვითარებისთვის მეტი დრო და რესურსი გამოუთავისუფლდეს:
„ჩემთვის, როგორც მცირე ბიზნესების მფლობელისთვის, ძალიან ხელსაყრელი იქნება საქართველოს ბანკის სასტარტო ნაკრებით სარგებლობა. ეს მომცემს შესაძლებლობას, უფრო მასშტაბური ხედვით სწორად ვმართო საკუთარი ბიზნესი ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. მოკლედ რომ შევაჯამო, ძალიან სასარგებლოა საქართველოს ბანკის ბიზნეს ნაკრებით სარგებლობა და ყველა დამწყებ ბიზნესის მფლობელს ვურჩევდი მათ გამოყენებას“, – ამბობს თათა კაპანაძე.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესს საშუალება აქვს, აირჩიოს საქართველოს ბანკის კონკრეტული ნაკრები (სასტარტო, S, M ან L ნაკრები), რომელიც ყველაზე კარგად პასუხობს მის საჭიროებებს. თუ რას მოიცავს თითოეული მათგანი, დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ საქართველოს ბანკის ვებგვერდზე..
ბიზნეს ნაკრების გასააქტიურებლად კი ეწვიეთ ბიზნეს მობილბანკს ან ბიზნეს ინტერნეტბანკს.