დიდი ბრიტანეთი NATO-ს გენერალური მდივნის პოსტზე მარკ რუტეს დანიშვნას მხარს უჭერს

დიდი ბრიტანეთი NATO-ს შემდეგი გენერალური მდივნის თანამდებობაზე ნიდერლანდების პრემიერმინისტრის, მარკ რუტეს დანიშვნას მხარს უჭერს. ინფორმაცია ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
NATO-ს მოქმედი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თანამდებობას 2024 წლის ოქტომბერში დატოვებს. მარკ რუტემ ამ თანამდებობის დაკავებისადმი ინტერესი რამდენიმე თვის წინ დაადასტურა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარკ რუტე პატივსაცემი ფიგურაა NATO-ს წევრებს შორის და დიდი გამოცდილება აქვს თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით.
22 თებერვალს POLITICO-მ ანონიმურ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ -ს პრეზიდენტი NATO-ს გენერალური მდივნის პოზიციაზე მარკ რუტეს კანდიდატურას უჭერს მხარს.