ლევან ბეჟაშვილი – არჩევნების შემდგომ, როცა ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვის აქვს ხალხის ნდობის მანდატი, ბუნებრივია, ყველა პროევროპულ პარტიასთან ვითანამშრომლებთ იმისთვის, რომ შევქმნათ კოალიცია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განმარტა, განიხილავს თუ არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვების კოალიცია” პარტიასთან „საქართველოსთვის“ თანამშრომლობას.
როგორც ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, „ნაციონალური მოძრაობა“ ს შემდგომ, როდესაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვის აქვს ხალხის ნდობის მანდატი, ყველა პროევროპულ პარტიასთან ითანამშრომლებს იმისთვის, რომ კოალიცია შეიქმნას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების კოალიცია” იბრძვის ხალხთან ერთად გამარჯვებისთვის. იქნება გახარია თუ სხვა პარტიები, ისინი იბრძვიან მხოლოდ და მხოლოდ ბარიერის გადალახვისთვის და მათთვის მნიშვნელოვანია, პარლამენტში თავიანთი წარმომადგენელი ჰყავდეთ. აბსოლუტურად განსხვავებული ხედვები და დამოკიდებულებები გვაქვს საქართველოს მომავალზე და არჩევნებთან მიმართებით. ამიტომ, ჩვენ არჩევნების შემდგომ, მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვის აქვს ხალხის ნდობის მანდატი, ბუნებრივია, ყველა პროევროპულ პარტიასთან ვითანამშრომლებთ იმისთვის, რომ შევქმნათ კოალიცია. ეს კოალიცია უნდა იყოს ხალხის ინტერესებზე მორგებული, რათა ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ”,-განაცხადა ბეჟაშვილმა.