გერმანიის კანცლერი – პუტინთან საუბარს ვაპირებ

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის თქმით, ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბრის გამართვას გეგმავს.
ამის შესახებ მან ნუთეტალში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„მასთან საუბარს ვაპირებ”, – განაცხადა შოლცმა და აღნიშნა, რომ საუბრის თარიღი ჩანიშნული არ არის და იგი არ მოელის საუბრის რამე შეთანხმებით დასრულებას.
გერმანიის კანცლერის თქმით, ამ მომენტისთვის პუტინი არ აჩვენებს ნიშნებს “რომ რამეში ჩარევას აპირებდეს.”
შოლცის თქმით, პუტინთან საუბრისას ვერ ისარგებლებ პრინციპით: „წავალ, ვიღაცასთან ყავას დავლევ და საბოლოო ჯამში შეთანხმებამდე მივალთ“.
გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა პირველი ნაბიჯი გადადგას უკრაინასთან ომში შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებისკენ და აღნიშნა, რომ “მან ჯარები უნდა გაიყვანოს”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ