იტალია და უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერენ

იტალია და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერენ. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა.
„იმ სურვილის დადასტურება, რომ დავითს რუსი გოლიათისგან თავდაცვის რესურსები ჰქონდეს, ასეთი მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა“, – განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ანტონიო ტაიანიმ აღნიშნა, რომ სთვის დახმარების აღმოჩენას სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
„იმ დროს, როდესაც უკრაინა ს მუდმივი თავდასხმების ქვეშ იმყოფება, შეთანხმება მკაფიო სიგნალს გზავნის, რომ ჩვენ საერთაშორისო სამართალს ვიცავთ“, – აღნიშნა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებები დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან უკვე გააფორმა.

ასევე დაგაინტერესებთ