“მწვრთნელს გვერდი აუარა, ყურადღება არ მიაქცია” – Calcionapoli კვარაცხელიას ცვლილებაზე [PHOTO]

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე “ბარსელონას” უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა.
“პარტენოპეის” ახალმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ 67-ე წუთზე შეცვალა, რაც დიდი მოულოდნელობა გახლდათ.
Calcionapoli ავრცელებს ფოტოს, თუ როგორ დატოვა ჩვენებურმა მოედანი (იხილეთ მთავარი ფოტო). “კვარა” აშკარად უკმაყოფილო იყო, ის ახალ მთავარ მწვრთნელ ფრანჩესკო კალცონას არც კი მიესალმა, ხელი არ ჩამოართვა და სათადარიგოთა სკამის უკანა მხრიდან მოუარა, რის შემდეგაც თანაგუნდელების გვერდზე დაჯდა.
ოსიმენმა გოლი გაიტანა და მაინც შეცვალეს, ხმა არ ამოუღია კაცს, არა რა.. გინდა არ გინდა სოფლის ჰაერი და აურა მიყვება ყველას იტალიაში იქნება თუ საფრანგეთში