გიორგი ვაშაძე შალვა პაპუაშვილს – თუ შეიძლება, პასუხი გაგვეცით კითხვაზე, რა გააკეთა პარლამენტმა იმისთვის, რომ ადამიანებს უკეთესად ეცხოვრათ, ეს მძიმე მდგომარეობა არ ყოფილიყო ქვეყანაში – სად არის ადამიანი, სად არის მისი პრობლემები?

თუ შეიძლება, პასუხი გაგვეცით კითხვაზე, რა გააკეთა პარლამენტმა იმისთვის, რომ ადამიანებს უკეთესად ეცხოვრათ, ეს მძიმე მდგომარეობა არ ყოფილიყო ქვეყანაში – სად არის ადამიანი, სად არის მისი პრობლემები? – ამ შეკითხვით „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერმა მ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა, რომელიც პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოდის.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ს გამოსვლა „გაჟღენთილი იყო დაპირისპირების რიტორიკით“.
„ბატონო შალვა, ან თქვენ გამოსვლაში, ან მანამდე პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში, ან ს მესამედ მობრუნების გამოსვლაში და განცხადებებში, სად ჩანდა ადამიანი და მისი პრობლემები, პრობლემების მოგვარების გზები, სად იყო თანაგრძნობა? 12 წლის მანძილზე საქართველოს მოქალაქეები მიტოვებულები არიან თავიანთ პრობლემასთან, უმუშევრობაში, ეკონომიკურ სიდუხჭირეში, სიღარიბეში – ეს ყველაფერი სად იყო თქვენ გამოსვლაში? ნუთუ ოდნავი თანაგრძნობა არ შეიძლება გამოხატოთ იმ 800 000 ჩვენი თანამემამულის მიმართ, რომელიც თქვენი მმართველობის დროს წავიდა ქვეყნიდან, ან იმ ასობით ათასი ჩვენი თანამემამულის მიმართ, რომელიც უმუშევრად არის დარჩენილი. ჩემო კარგებო, რაც არ უნდა იძახოთ და იყვიროთ, ეს არის რეალობა, რომელშიც ხალხი ცხოვრობს და ამ რეალობას თქვენგან პასუხი სჭირდება. ბატონო შალვა, რატომ არაფერი თქვით, მაგალითად, იმ მძიმე ვითარებაზე, რაც შობადობის კუთხით არის ქვეყანაში. ეს არის ის რეალობა, სადაც საქართველო ცხოვრობს, ფასების ზრდა, შემოსავლის კლება, ადამიანების ქვეყნიდან წასვლა, უმუშევრობა, სიღარიბე და თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენის ეს დამაპირისპირებელი ტონალობა რამე პასუხს გასცემს იმ ადამიანების პრობლემას, რაც დღეს საქართველოშია? ცოტა თანაგრძნობა მაინც რომ გამოიჩინოთ ხალხთან მიმართებაში რამე დაგაკლდებათ? ეს მაინტერესებს და თუ შეიძლება, პასუხი გაგვეცით კითხვაზე, რა გააკეთა პარლამენტმა იმისთვის, რომ ადამიანებს უკეთესად ეცხოვრათ, ეს მძიმე მდგომარეობა არ ყოფილიყო ქვეყანაში. თქვენ, როგორც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, პარლამენტის თავმჯდომარემ, რა გააკეთეთ იმისთვის, რომ გამაერთიანებლის ფუნქცია გქონოდათ, შეგესრულებინათ და არა, ის დაპირისპირების რიტორიკა, რითაც თავიდან ბოლომდე, გაჟღენთილი იყო თქვენი გამოსვლა. სად არის ადამიანი, სად არის მისი პრობლემები, სად არის ის პრობლემები, რაც ხალხს აწუხებს?!“-მიმართა ვაშაძემ შალვა პაპუაშვილს.

ასევე დაგაინტერესებთ