ლევან იოსელიანი – ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან, დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თუმცა ამგვარი ქმედების მიმართ საკანონმდებლო მექანიზმების დაპირისპირება გამართლებულად არ მიმაჩნია

ჩვენ ყოველ ჯერზე მოვუწოდებთ ყველას, რომ თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან, დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თუმცა საკანონმდებლო მექანიზმების დაპირისპირება ამგვარი ქმედების მიმართ არ მიმაჩნია გამართლებულად, ვინაიდან ამან შეიძლება დააყენოს ქვეყანა მეორე საფრთხის წინაშე, რაც გულისხმობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს ანტიდასავლური დეზინფორმაციის ბრძოლის წინააღმდეგ.
მისივე თქმით, დეზინფორმაცია არის პრობლემა და ეს პრობლემა არ არის მხოლოდ საქართველოში.
„დეზინფორმაცია არის პრობლემა და ეს პრობლემა არ არის მხოლოდ საქართველოში. ჩვენ ყოველ ჯერზე მოვუწოდებთ ყველას, რომ თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან, იმგვარი დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თუმცა საკანონმდებლო მექანიზმების დაპირისპირება ამგვარი ქმედების მიმართ არ მიმაჩნია გამართლებულად, ვინაიდან ამან შეიძლება დააყენოს ქვეყანა მეორე საფრთხის წინაშე, რაც გულისხმობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. ასე რომ ეს არის პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკური პარტიების, ორგანიზაციების, პოლიტიკოსების, ვინც ავრცელებენ დეზინფორმაციას. თუმცა არ ვთვლი, რომ ამას უნდა დაუპირისპირდეს საკანონმდებლო დონეზე პარლამენტი, ამას უნდა დაუპირისპირდეს კანონი იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს კანონი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას ადამიანებმა თავისუფლად გამოხატონ თავისი მოსაზრება”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ