ლევან სამუშია – გიორგი კალანდარიშვილი პირდაპირ სადენით არის მიერთებული „ქართულ ოცნებაზე“

გიორგი კალანდარიშვილზე მინდა გითხრათ, არ რცხვენია ამ ადამიანს? არაერთხელ უთხრეს უარი და პირდაპირ სადენით არის პირდაპირ მიერთებული „ქართულ ოცნებაზე“, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ლევან სამუშიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გამოეხმაურა -ს დაკომპლექტების წესის ცვლილებას და ამ კონტექსტში, ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებას, რომ მისი მოადგილე, გიორგი სიორიძე პარტიული მიკერძოებიდან ვერ გამოდის. მისი თქმით, გიორგი კალანდარიშვილის ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობას უსამართლოდ ხელმძღვანელობს.
„მე კი არა, ნახეთ, ევროპას რა შენიშვნები აქვს, დასკვნები ნახეთ მის მიერ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. მე მაინც პოლიტიკური მხარე ვარ და მიუკერძოებელი არბიტრების დასკვნები ნახეთ. ელემენტარულს გეტყვით, ეს ადამიანი არჩეული არ არის და სხვას რომ ვერ ირჩევენ, კანონში ისეთი ცვლილება შეიტანეს, რომ ამას ვადას ავტომატურად უგრძელებენ. ეს ხომ სრული „ნონსენსია“ და ამ ადამიანს საერთოდ ნამუსი არ აქვს, ისევ რჩება და საუბრობს, რომ მიუკერძოებელი ვარო. იმის გამო, რომ „ოცნება“ სხვა შესაძლო ობიექტურ კანდიდატურებს აგდებს, ეს ადამიანი თანამდებობაზე ავტომატურად რჩება ამ უსამართლო კანონიდან გამომდინარე და ეს საუბრობს მიუკერძოებლობაზე. სირცხვილია! არ რცხვენია ამ ადამიანს და რაზე უნდა ვილაპარაკოთ, საერთოდ? მინდა ჩვენ მოქალაქეებს მივმართო, მიუხედავად ამისა, რა კალანდარიშვილებიც არ უნდა ჰყავდეთ და რა მაქინაციებიც არ უნდა ატარონ ცესკო-ში და ა.შ. ჩემო მოქალაქეებო, არჩევნებში თქვენი აქტიურობით დამარცხდებიან და ამის ყველანაირად ეშინათ“, – განაცხადა სამუშიამ.
გარდა ამისა, სამუშია გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებას, რომლის თანახმად, გიორგი სიორიძე არის ჩასაფრებული მოადგილე, რომელიც ელოდება ცესკო-ს თავმჯდომარეს რამე დაემართოს, რომ თავად გახდეს თავმჯდომარე.
„ამაზე სერიოზულად როგორ ვისაუბრო, ეს ყველაფერი ხომ სასაცილოა, ჩვენ მოქალაქეებს რას ეუბნებიან, ეს ხომ სასაცილოა? ბოდვებში არიან, მართლა გეუბნებით, გაგიჟდნენ ეს ადამიანები, რადგანაც იციან, რომ ყველაფერს კარგავენ, სრულიად შეიშალნენ. ახლა, ამ ბოდვაზე სერიოზულად, ხალხნო, როგორ გაგცეთ პასუხი?” – განაცხადა ლევან სამუშიამ.