მოსკოვში გაყიდვიდან მოხსნეს გაზეთი, რომელიც პატივს მიაგებდა ნავალნის ხსოვნას

რუსული ყოველკვირეული გამოცემა Sobesednik-ი, რომლის ახალი ნომერიც ნაწილობრივ ეძღვნებოდა ს ხსოვნას, სრულად მოხსნეს მოსკოვის ჯიხურებიდან – აცხადებს გაზეთის რედაქცია იმ ფონზე, როცა ხელისუფლება აგრძელებს ზეწოლას კრემლის გარდაცვლილი კრიტიკოსის მიმართ პატივისცემის საჯაროდ გამოხატვის ყველა შემთხვევაზე.
არქტიკაში მდებარე ციხეში ნავალნის გარდაცვალების შესახებ ცნობა 16 თებერვალს გავრცელდა და ბიძგი მისცა გლოვის და სიბრაზის გამოხატვას რუსეთში და მსოფლიოში. ს ხელისუფლება ნავალნის დედას უარს ეუბნება შვილის ცხედრის გადაცემაზე, რის გამოც მატულობს ეჭვები მისი სიკვდილის მიზეზებზე – რაც, ოფიციალურად, “უეცარი სიკვდილის” სინდრომად გამოცხადდა.
რუსეთში ბეჭდური მედიის დიდმა ნაწილმა უგულებელყო ოპოზიციონერის სიკვდილი, თუმცა Sobesednik-ის პირველ გვერდზე გამოსახეს მომღიმარე ნავალნის ფოტო წარწერით “… მაგრამ იმედი არის!”, ნომერი 21 თებერვალს გამოვიდა. ჟურნალი შეიცავდა ცნობებს ნავალნის ხსოვნისადმი პატივის მიგებაზე რუსეთის რამდენიმე ქალაქში, საჯარო ფიგურების, უფლებადამცველების, ჟურნალისტების – მათ შორის 2021 წლის ნობელის პრემიის თანალაურეატის, დმიტრი მურატოვის – სიტყვებს.
Sobesednik-ის ჟურნალისტმა, ელენა მილჩანოვსკაიამ ტელეგრამის არხ SotaVision-ს უთხრა, რომ რედაქტორებს არ შეატყობინეს გაზეთის გაყიდვიდან ამოღების მიზეზი. “ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულია და ჩვენთვის ცოტა შემაშინებელიც” – ამბობს მილჩანოვსკაია და დასძენს, რომ რუსეთის მედიაუწყებამ, როსკომნადზორმა ინტერნეტშიც დაბლოკა წვდომა ნავალნისადმი მიძღვნილ ნომერზე.