მსოფლიოს ყველაზე მაღალი მამაკაცი ცოლს ეძებს

სულ­თან ქო­სე­ნი, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სი­მაღ­ლე­ში 2 მეტ­რი და 51 სმ-ია სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში კვლავ გა­მოჩ­ნდა, თუმ­ცა ამ­ჯე­რად სიყ­ვა­რუ­ლის სა­პოვ­ნე­ლად.
გი­გან­ტი მა­მა­კა­ცი თა­ვის უჩ­ვე­უ­ლო სი­მაღ­ლეს არ ეჩაგ­ვრი­ნე­ბა და უკვე 120-ზე მეტ ქვე­ყა­ნას ეწ­ვია, იმუ­შა­ვა ფერ­მე­რად, ცირ­კის მსა­ხი­ო­ბად და სა­პა­ტიო ელ­ჩა­დაც კი მშობ­ლი­ურ თურ­ქეთ­ში.
41 წლის სულ­თან ქო­სენს ჰი­პო­ფი­ზის გი­გან­ტიზ­მი აქვს, რაც ნიშ­ნავს, რომ მისი ორ­გა­ნიზ­მი გა­ნუ­წყვეტ­ლივ წარ­მოქ­მნის ზრდის ჰორ­მო­ნებს. მან ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ადა­მი­ა­ნის გი­ნე­სის რე­კორ­დი 2009 წელს და­ამ­ყა­რა და მას შემ­დეგ ვე­რა­ვინ შეძ­ლო მისი მოხ­სნა. ქო­სე­ნი 5 და-ძმი­დან ერთ-ერ­თია, მისი ოჯა­ხის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბი კი ყვე­ლა­ნი “ნორ­მა­ლუ­რი” სი­მაღ­ლის არი­ან.
2018 წელს ქო­სე­ნი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ქალ­თან, ჯი­ო­ტი ამ­გეს­თან ერ­თა­დაც გა­მოჩ­ნდა. 2.51 მეტ­რი­ა­ნი ქო­სე­ნის და სულ რა­ღაც 60 სმ სი­მაღ­ლის ამ­გეს პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა 6 წლის წინ, ეგ­ვიპ­ტის პი­რა­მი­დებ­თან შედ­გა.
2009 წელს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი­სას ქო­სენ­მა თქვა, რომ იმე­დი ჰქონ­და, პო­პუ­ლა­რო­ბა მის ცხოვ­რე­ბას შეც­ვლი­და და ცო­ლის პოვ­ნა­ში და­ეხ­მა­რე­ბო­და. მან ეს ოც­ნე­ბა 2013 წელს აის­რუ­ლა და სი­რი­ელ ქალ მერ­ვე დი­ბო­ზე იქორ­წი­ნა. პა­ტარ­ძალ­მა, რო­მე­ლიც იმ დროს 20 წლის იყო, ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა: “თა­ვი­დან ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბო­და, რომ მისი სი­მაღ­ლის გამო ცო­ლო­ბა­ზე უარი უნდა მეთ­ქვა, მაგ­რამ მე მისი სი­მაღ­ლე სა­ერ­თოდ არ მა­წუ­ხებს.”
სამ­წუ­ხა­როდ, წყვი­ლი 2021 წელს გან­ქორ­წინ­და. მათ მთა­ვარ პრობ­ლე­მად ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი და­ა­სა­ხე­ლეს, რად­გან ქო­სე­ნი მხო­ლოდ თურ­ქუ­ლად ლა­პა­რა­კობს, მისი ცოლი კი მხო­ლოდ არა­ბუ­ლად.
ქო­სე­ნის­თვის დღემ­დე ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ოც­ნე­ბად ოჯა­ხის შექ­მნა რჩე­ბა. წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ქორ­წი­ნე­ბით გულ­გა­ტე­ხილ­მა გი­გან­ტმა გა­და­წყვი­ტა, თა­ვი­სი ერ­თა­დერ­თი სიყ­ვა­რუ­ლის სა­პოვ­ნე­ლად მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო ემოგ­ზა­უ­რა. ამ დრომ­დე მან უკვე 127 ქვე­ყა­ნა მო­ი­ნა­ხუ­ლა, თუმ­ცა იმ ერ­თა­დერ­თს ჯე­რაც ვერ შეხ­ვდა.

ასევე დაგაინტერესებთ