დიმიტრი პესკოვი – ჯო ბაიდენის უხამსი განცხადებები სამარცხვინოა თავად შეერთებული შტატებისთვის – ბაიდენი ჰოლივუდური „კოვბოის“ სტილში ქცევას დემონსტრირებს

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, -ის პრეზიდენტ ს კომენტარები რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით თავად შეერთებულ შტატებს შეურაცხყოფს.
„აშშ-ის სახელმწიფოს მეთაურის ასეთმა უხამსმა განცხადებებმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე სახის შეურაცხყოფა მიაყენოს სხვა სახელმწიფოს მეთაურს, კერძოდ, პრეზიდენტ პუტინს. მაგრამ ეს სამარცხვინოა თავად შეერთებული შტატებისთვის“, – აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, ბაიდენის კომენტარი იყო ერთგვარი მცდელობა, „ჰოლივუდურ კოვბოის“ დამსგავსებოდა.
„გასაგებია, რომ ბატონი ბაიდენი დემონსტრირებს ჰოლივუდური „კოვბოის“ სტილში ქცევას შიდა პოლიტიკური ინტერესების გამო“, – განაცხადა პესკოვმა და დასძინა, რომ არ ფიქრობს, რომ ეს შესაძლებელია.
მისი თქმით, ს პრეზიდენტს ამერიკელი კოლეგის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება არასდროს გაუკეთებია.
„ოდესმე თუ გამოუყენებია ბატონ პუტინს ერთი უხამსი სიტყვა თქვენთან დაკავშირებით? ეს არასდროს მომხდარა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ასეთი ლექსიკა თავად ამერიკას ამცირებს“, – აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გიჟი SOB-ი (son of bitch) უწოდა.