ბაიდენმა პუტინს “შეშლილი ბ.ზ..შვილი” უწოდა – Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ს პრეზიდენტს crazy SOB – „შეშლილი ბ.ზ..შვილი“ უწოდა სან-ფრანცისკოში ოთხშაბათს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამის შესახებ სააგენტო reuters-ი წერს. მან განაცხადა, რომ ყოველთვის არსებობს ბირთვული კონფლიქტის საფრთხე თუმცა კაცობრიობისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ კვლავ კლიმატი რჩება.
„ეს უკანასკნელი ეგზისტენციალური საფრთხეა. ეს კლიმატია. ჩვენ გვყავს შეშლილი SOB-ი, როგორიცაა პუტინი და სხვები და ჩვენ ყოველთვის უნდა გვაღელვებდეს ბირთვული კონფლიქტი, მაგრამ კაცობრიობის ეგზისტენციალური საფრთხე კლიმატია,” – reuters-ის თანახმად, უთხრა ბაიდენმა დონორების მცირე ჯგუფს.
ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიმართ კრიტიკა გააძლიერა წინასაარჩენო პერიოდში. გასულ კვირის -ის პრეზიდენტმა შეკითხვაზე, მოკლეს თუ არა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი , უპასუხა, რომ ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, “მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ნავალნის სიკვდილი იყო შედეგი იმისა, რაც პუტინმა და მისმა სასტიკმა ბოროტმოქმედებმა გააკეთეს”.
ს გამონათქვამს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა აშშ-სთვის “სამარცხვინო” უწოდა და თქვა, რომ ის არ შეურაცხყოფს რუსეთის პრეზიდენტს.
“გასაგებია, რომ ბატონი ბაიდენი შიდაპოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ ჰოლივუდის კოვბოის სტილში მოქმედებს. ალბათ ეს ძალიან უნდა, არ მგონია, რომ ეს შესაძლებელია”, – თქვა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ