სულელების დოღია სააკაშვილის გარშემო და ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო დიდი მასშტაბის იდიოტი გამოჩნდება

სულელების დოღია სააკაშვილის გარშემო და ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო დიდი მასშტაბის იდიოტი გამოჩნდება
„ხალხის ძალის” წევრი, , სოციალურ ქსელში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას განცხადებას ეხმაურება, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება წინარევოლუციურ პროცესში მონაწილეობა მიიღოს. ქადაგიძის თქმით, სააკაშვილის გარშემო სულელების დოღია და ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო დიდი მასშტაბის იდიოტი გამოჩნდება.
„გაათავისუფლეთ მიშა, რომ რევოლუციურ პროცესებში მიიღოს მონაწილეობაო… მდაა, კლინიკაა რა… ბატონო თემურ, რა საჭიროა რევოლუცია, დაპირისპირება და დაძაბულობა, არ ჯობია “ქართულმა ოცნებამ” საერთოდ არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და ისე გადააბაროს ხელისუფლება მიშას?! სულელების დოღია სააკაშვილის გარშემო და ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო დიდი მასშტაბის იდიოტი გამოჩნდება. ისე, სანამ თქვენ რევოლუციას მოაწყობთ, “ვირი ხეზე გავაო” – ძველებს უთქვამთ!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

“რაც შეეხება “ანტიამერიკულ ხელისუფლებებს” და ფრაზას, როცა პასუხის გაცემა დაიწყო, მინიშნება გააკეთა გამოსვლაზე, სადაც საუბარი იყო აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე და როგორ უნდა იმოქმედონ მიუხედავად იმისა, სად როგორი ხელისუფლება თუ რეჟიმია

“მე არ მივიჩნევ, რომ ეს შეფასება შეიძლება არსებობდეს საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, არ მივიჩნევ, რომ რაიმე საფუძველია ამგვარი შეფასების არსებობისთვის” – მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე