ბაიდენმა პუტინს “შეშლილი ნაბი*ვარი” უწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს “შეშლილი ნაბიჭვარი” უწოდა. ეს განცხადება მან სან-ფრანცისკოში წინასაარჩევნო ღონისძიებაზე გააკეთა, რომელზეც ჟურნალისტების მცირე ჯგუფი ესწრებოდა.
შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა კლიმატის ცვლილებები განიხილა და თქვა, რომ ბირთვული კონფლიქტი ყოველთვის საფრთხეა, თუმცა საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური საფრთხე კლიმატია.
“ჩვენ გვყავს ეს შეშლილი ნაბიჭვარი, ეს ტიპი – პუტინი და სხვები, მუდმივად უნდა ვიფიქროთ ბირთვულ კონფლიქტზე, მაგრამ ექზისტენციალური საფრთხე კაცობრიობისთვის კლიმატია”, – თქვა ჯო ბაიდენმა.