მიხეილ დაუშვილი – ცვლილებები და ინიციატივები, რაც წარმოდგენილი აქვს „ოცნებას“, მე არ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი უსარგებლოა და არ ვარგა – იქ არის კონკრეტული საკითხები, მათ შორის ორგანული კანონის პროექტში, რომელიც მისაღებია

რეალურად, ცვლილებები და ინიციატივები, რაც წარმოდგენილი აქვს “ოცნებას”, მე არ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი უსარგებლოა და არ ვარგა. არ არის ეგრე, იქ არის კონკრეტული საკითხები, მათ შორის ორგანული კანონის პროექტში, რომელიც მისაღებია, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარლამენტში 9 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე დაგეგმილ სამუშაო შეხვედრას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” წარმოდგენილი ინიციატივები, რეალურად, ზედაპირულია და ძირეულად სისტემას არ ცვლის.
“9 დათქმის შესრულება მნიშვნელოვანი კი არ არის, პირდაპირი მოვალეობაა ჩვენი, იმიტომ, რომ ეს აუცილებელი პირობაა იმის, რომ გადავიდეთ მოლაპარაკებების ეტაპზე.
რეალურად, ცვლილებები და ინიციატივები, რაც წარმოდგენილი აქვს “ოცნებას”, მე არ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი უსარგებლოა და არ ვარგა. არ არის ეგრე, იქ არის კონკრეტული საკითხები, მათ შორის ორგანული კანონის პროექტში, რომელიც მისაღებია. მაგრამ მთავარია, რომ ესენი ზედაპირული ცვლილებებია და ძირეულად სისტემას არ ცვლის. როდესაც შენმა მთავარმა სტრატეგიულმა მოკავშირემ 4 ადამიანი სასამართლო სისტემაში, ერთი ყოფილი და სამი მოქმედი დაგისანქცირა, მითუმეტეს მთავარი საფუძველი კორუფცია იყო, შენ ამ დროს ამ საკითხის აღმოსაფხვრელად ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეული რეფორმების ჩატარების ნაცვლად გვთავაზობ იმას, რასაც გვთავაზობ, სამწუხაროდ, ეს ვერ ჩაითვლება მართლმსაჯულების სისტემის ძირეულ რეფორმად. ეს არის ჩვენი ხედვა, თორემ რა თქმა უნდა ამ შეხვედრებს დავესწრებით, საკითხებს გავივლით და ჩვენი ინიციატივებიც გვექნება”, – განაცხადა დაუშვილმა.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში, ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ბუხრაძე – 112-ის საშუალებით ადგილობრივი მოსახლეობის მრავალი შეტყობინებაა შემოსული, ხალხი ითხოვდა გზის გაწმენდას, სამსახურში ვერ მიდიოდნენ – გზა ხელოვნურად იყო ჩაკეტილი, ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იყო, რომ ქალაქის პარალიზება მოეხდინათ

საია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა, არ დაუშვას აქციის მონაწილეების უკანონო დაკავება და მისცეს მათ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა

მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებისას დაკავებულთა შორის რამდენიმე პირი „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრია – დაშავებულია ამავე კოალიციის ერთი წარმომადგენელიც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს