დიმიტრი მედვედევი – რუსეთი, ალბათ, კიევამდე მივა, თუ ახლა არა, კონფლიქტის სხვა ფაზაში

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, , შესაძლოა, კიევამდე მივიდეს, რადგან მისი არსებობის საფრთხე სწორედ დან მოდის.
„სად უნდა გავჩერდეთ? – არ ვიცი. ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი და სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ. იქნება ეს კიევი? – დიახ, ალბათ, კიევი უნდა იყოს. თუ ახლა არა, მაშინ გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლოა ამ კონფლიქტის განვითარების სხვა რომელიმე ფაზაში”, – განაცხადა მედვედევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.
მისი თქმით, ქალაქს აკონტროლებენ რუსეთის ფედერაციის მოწინააღმდეგეები, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით და კიევის რეჟიმს წარმოადგენენ „მარიონეტები, რომლებსაც არ აქვთ სინდისი და არ ეშინიათ თავიანთი ქვეყნის მომავლის“.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ხმალაძე: პარლამენტს არ ჰქონდა უფლება კენჭი ეყარა უფლებამოსილების ცნობისთვის, ამას სხვა არაფერი ჰქვია თუ არა ხელისუფლების მიტაცება – ყველა შესაძლო მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული, რომ მას არ შერჩეს