შარლ მიშელი – უკრაინის მარცხი ევროკავშირის ღირებულებებს საფრთხის ქვეშ დააყენებს

უკრაინის მარცხი ევროკავშირის ღირებულებებს საფრთხის ქვეშ დააყენებს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.
„უკრაინის მარცხი არ შეიძლება შესაძლებლობად განიხილებოდეს, რადგან ჩვენ ყველას გვესმის, სად მიგვიყვანს და რა შედეგები მოჰყვება ამას, თუ ეს მოხდება. ვერავინ იწინასწარმეტყველებს იმას, თუ როგორი შიდა ვითარება იქნება რუსეთში, მაგრამ ნათელია, რომ თუ ამ ომში დამარცხდება, ჩვენი ღირებულებები დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.
შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროკავშირმა უკრაინის დასახმარებლად ბევრი რამ გააკეთა.
„არსებობს ერთადერთი გეგმა A – მხოლოდ ერთადერთი – და ეს არის უკრაინის მხარდაჭერა. მე უკრაინაში მომხდარი მოვლენების ცენტრში ვიყავი. ბოლო წლებში ევროკავშირის 27 წევრთან ერთად გადაწყვეტილებების მიღების ცენტრში ვიყავი და უფრო ფართო გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით, ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ. საკმარისია თუ არა ეს? ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ, ჩვენ ის უნდა გავაკეთოთ, რაც საჭიროა“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

ასევე დაგაინტერესებთ