თუ აფასებთ ადამიანთა სიცოცხლეს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ეს ომი – ანალენა ბერბოკი სერგეი ლავროვს

თუ აფასებთ ადამიანთა სიცოცხლეს, თუ აფასებთ საკუთარ ხალხს, რუს ბავშვებსა და ახალგაზრდებს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ეს ომი, – ამ სიტყვებით მიმართა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა სერგეი ლავროვს G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.
„თუ შეაჩერებს ამ ომს ახლა, ხვალ მშვიდობისა და სამართლიანობისკენ მიმავალი გზა ფართოდ გაიხსნება”, – განაცხადა ბერბოკმა.
მისი თქმით, რუსული აგრესია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ რეგიონული კონფლიქტი.
„ეს ომი მოგვიწოდებს ყველას, მტკიცედ დავიცვათ ძირითადი პრინციპები, რომლებიც ყველას გვიცავს: გაეროს წესდება, საერთაშორისო სამართალი და ადამიანის უფლებები. ვინაიდან ეს პრინციპები იცავს ყველა ერს. რუსული აგრესია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ რეგიონული კონფლიქტი“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

ასევე დაგაინტერესებთ