გასულ ღამით რუსებმა უკრაინას შაჰედის ტიპის ათი დრონით შეუტიეს, რომელთაგან უკრაინამ რვა გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, დრონები პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან გაუშვეს.
გარდა ამისა, გასულ ღამეს რუსებმა შავი ზღვიდან უკრაინის მიმართულებით გაუშვეს X-31P-ის ტიპის სარადარო რაკეტაც.
უკრაინის საჰაერო ძალებმა დრონები პოლტავას, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებში გაანადგურეს.
ამასთან, როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო წერს, 21-22 თებერვლის ღამით ბრიანსკის ოლქში ჩამაგდეს დრონი, ხოლო როსტოვის ოლქში რაკეტას გზა გადაუჭრეს.