უკრაინის საჰაერო ძალები – უკრაინელმა დამცველებმა პოლტავას, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებში დრონები გაანადგურეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა წუხელ უკრაინის ტერიტორიას დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან უკრაინისკენ „შაჰედის“ ტიპის 10 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს შავი ზღვიდან კი – Х-31П ტიპის რაკეტა.
უკრაინელმა დამცველებმა პოლტავას, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებში 8 დრონი გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ