კალცონამ კვარაცხელიას შეცვლის მიზეზი განმარტა

“ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგაზე ნამატჩევს (1:1) ს თამაშის შესახებ კომენტარი “ნაპოლის” მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ გააკეთა:
“შესაძლოა, ის ფანტასტიკური არ იყო, მაგრამ ეს ნორმალურია, როდესაც ფეხბურთელს კარგად თამაში არ გამოუვა. ბოლომდე დაიხარჯა და მუშაობას გააგრძელებს. მისი ტაქტიკური მოქმედებით უკმაყოფილო არ დავრჩი. არ გაუბრწყინავს, მაგრამ ეს უფრო მენტალური იყო, ვიდრე ფიზიკური. რეაქცია იმაზე მეტყველებს, რომ ყველაფერი კარგად გვაქვს. მაღალი კლასის შემტევები გვყავს, რომელთაც სარგებლის მოტანა შეუძლიათ. მოედანზე იმათ ვტოვებ, ვინც უკეთ ირჯება და სახელებს ყურადღებას არ ვაქცევ. კვარაცხელია ტოპ-ფეხბურთელია და როგორც გასულ
სეზონში, კვლავაც დაგვეხმარება”.