უკრაინელი საბჭოთა დისიდენტი, სტეპან ხმარა 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

21 თებერვალს 86 წლის ასაკში უკრაინის გმირის წოდების მქონე უკრაინელი საბჭოთა დისიდენტი, უფლებადამცველი და საზოგადო მოღვაწე, სტეპან ხმარა გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი ცოლი Facebook-ზე წერს.
“ყველაფერს ვაკეთებდით, რაც შეგვეძლო და კიდევ მეტსაც. როგორ გვინდოდა, რომ ის ჩვენთან ყოფილიყო, როცა ჩვენს გამარჯვებას გამოაცხადებენ! როგორ მინდოდა მისი ბედნიერი სახის ნახვა!” – წერს დისიდენტის ცოლი, როქსოლიანა ხმარა.
სტუდენტობისას ხმარა დისიდენტური ჟურნალის, Украинский вестник-ის გამოცემაში მონაწილეობდა და ე.წ. სამიზდატს ავრცელებდა.
1980 წელს КГБ-მ მას “უკრაინული ნაციონალისტური მოღვაწეობისთვის” 7 წლით პატიმრობა და 5 წლით გადასახლება მიუსაჯა. მან სასჯელი ურალში, პოლიტპატიმრების ბანაკში მოიხადა და 1987 წელს ში დაბრუნდა.
2006 წელს ხმარას “უკრაინის სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლაში გამორჩეული პირადი დამსახურებისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეალებისადმი ერთგულებისთვის” უკრაინის გმირის წოდება გადასცეს.