ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი შეათანხმა, რომელიც ჩინურ კომპანიებსაც მოიცავს

ევროკავშირმა ს წინააღმდეგ ახალი სანქციები შეათანხმა, რომელიც პირველად, ჩინურ კომპანიებსაც მოიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩინური კომპანიები ეჭვმიტანილი არიან რუსეთისთვის აკრძალული ნივთების შეძენაში. სანქციების სამიზნე ასევე გახდნენ თურქული და ჩრდილოეთ კორეული კომპანიები. ახალი სანქციებით შავ სიას დაახლოებით 200 ადამიანი და სუბიექტი დაემატა. ევროკავშირის მე-13 პაკეტი ფორმალურად 24 თებერვალს დამტკიცდება.

ასევე დაგაინტერესებთ