გასულ წელს მსოფლიომ $17 ტრლნ დახარჯა ომზე, ამ თანხის 6% მსოფლიოში შიმშილს შეაჩერებს – WGS-ის ხელმძღვანელი

2023 წელს მსოფლიოში ომებსა და კონფლიქტებზე $17 ტრლნ დაიხარჯა. შესაბამისად, ეს თანხა არ დახარჯულა ადამიანების ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად ისეთ პროექტებისთვის, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, მშენებლობა და ა.შ.
ამის შესახებ არაბეთის გაერთიანებული საამიროების კაბინეტისა და მომავლის მინისტრმა და WGS-ის ხელმძღვანელმა მუჰამედ აბდულა ალ გერგავმა მსოფლიო სამთავრობო ფორუმის (WGS) გახსნაზე განაცხადა.
„$17 ტრლნ დაიხარჯა გასულ წელს ომებისა და კონფლიქტების გამო, და არა ისეთ გადაუდებელი საჭიროებებისთვის, როგორიცაა მშენებლობა, განათლება და ჯანდაცვა”, – განაცხადა WGS-ის ხელმძღვანელმა.
ის დარწმუნებულია, რომ ამ თანხის დაახლოებით 6%-ს შეუძლია დაფაროს მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევების ხარჯები ერთ წელიწადში.
მაგალითად, მას შეუძლია აღმოფხვრას შიმშილი და განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემები, ხელი შეუწყოს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლას და კაცობრიობა სუფთა წყლით უზრუნველყოს. წარმოიდგინეთ, რისი მიღწევა შეიძლებოდა, თუ მეტ ინვესტიციას ჩავდებდით კაცობრიობის წინაშე მდგარი სხვა პრობლემების გადაჭრაში“, – განაცხადა მინისტრმა.
უკრაინული მედია წერს, რომ უკრაინის ომმა გარემოს $57 მლრდ-ზე მეტი ზიანი მიაყენა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.