დაზიანებული სტადიონის გამო, გლდანის გამგეობა GWP-ის სასამართლოში უჩივლებს

გლდანში, ლეო კერესელიძის ქუჩაზე, წყალარინების ქსელის დაზიანების გამო, ყოველდღიურად დიდი ოდენობით დაბინძურებული წყალი ჟონავს. გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, კონსტანტინე ზარნაძის განცხადებით, შედეგად, დაზიანებულია საფეხბურთო მოედანი, რაშიც გამგეობამ ორი წლის წინ, 100 ათას ლარამდე თანხა გადაიხადა. როგორც კონსტანტინე ზარნაძემ BMG-სთან აღნიშნა, გლდანის გამგეობა “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” სასამართლოში უჩივლებს.