პროგრესი გვაქვს ძალიან კარგი, ტენდენცია არის ძალიან კარგი. საბოლოო ჯამში, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რა თქმა უნდა, იმისათვის რომ ჩვენ წელსვე გადავიდეთ ახალ ეტაპზე, ეს არის უკვე მოლაპარაკებების გახსნა.
ეს ორი დღე გვაძლევს უკვე ოპტიმიზმის განსაკუთრებულ საფუძველს გამომდინარე იქიდან, რომ დაფიქსირდა ძალიან მეგობრული განწყობა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ევროკავშირის ლიდერების მხრიდან, შესაბამისად გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ შემდეგი საფეხური უკვე რეალიზებული იქნება ამ წლის ბოლომდე.