სტოლტენბერგი: გვსურს სწორ გზაზე მიმავალი საქართველო ვიხილოთ

საქართველოს ახალი პრემიერმინისტრი, NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. მედიასთან კომენტარის დროს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ სურთ “სწორ გზაზე მიმავალი საქართველოს” ხილვა და კიდევ ერთხელ გამოაცხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
“საქართველო NATO-ს ახლო პარტნიორია და ჩვენ სრულიად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. NATO აგრძელებს მოწოდებებს ს მიმართ, რომ უკან წაიღონ ქართული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. საქართველოს ოკუპირებულუ რეგიონების ანექსიის ნებისმიერი მუქარა რუსეთის მხრიდან მიუღებელია.” – თქვა იენს სტოლტენბერგმა მას შემდეგ, რაც ს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
სტოლტენბერგმა მოკლედ ისაუბრა ში არსებულ სიტუაციაზეც და აღნიშნა, რომ ავდიივკიდან ს ძალების გამოყვანა აჩვენებს, რომ ბრძოლის ველზე სიტუაცია ძალიან რთულია. ხაზი გაუსვა მოკავშირეების მიერ გაწეულ დახმარებას და აღნიშნა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია.
სტოლტენბერგის თქმით, ის აპირებს, რომ კობახიძესთან განიხილოს შავი ზღვის უსაფრთხოება და NATO-სთან საქარტველოს თანამშრომლობა, მისი გაუმჯობესება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაც მიულოცა.
იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში მნიშვნელოვანია საშინაო რეფორმების დაჩქარება და დემოკრატიული ღირებულებების დაცვა და დაამატა, რომ სურთ სწორ გზაზე მიმავალი საქართველოს ხილვა.
“ახლა მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს და დააჩქაროს საშინაო რეფორმები და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები. ჩვენ გვსურს ვიხილოთ სწორ გზაზე მიმავალი საქართველო. მიმავალი მეტი დემოკრატიისა და კეთილდღეობისკენ. ევროატლანტიკურ ოჯახში სრული გაწევრიანებისკენ. NATO იდგება თქვენს გვერდით, როცა თქვენ მისწრაფებებზე მუშაობთ.” – თქვა სტოლტენბერგმა.