რუსების მიერ ზაპოროჟიეს ოლქზე სარაკეტო დარტყმის შედეგად უკრაინელი მაშველები დაიღუპნენ

რუსი ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეს ოლქზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ორი უკრაინელი მაშველი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქში რუსებმა სამი დარტყმა მიიტანეს კამიშევახას დასახლებაზე, არიან გარდაცვლილები და დაჭრილები: პოლიცია რუსეთის ფედერაციის დანაშაულის დოკუმენტაციას ახდენს.
აღნიშნულია, რომ პირველი ორი დარტყმის შედეგად ოთხმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა მიიღო ჭრილობები და საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. მას შემდეგ კი, როდესაც ადგილზე უკრაინელი პოლიციელები და მაშველები მივიდნენ, რუსებმა განმეორებით დაბომბეს დასახლება.
უკრაინის ეროვნული პოლიცია აღნიშნავს, რომ ბოლო დაბომბვის შედეგად უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ორი თანამშრომელი გარდაიცვალა, ხოლო მათმა კიდევ სამმა კოლეგამ სხვადასხვა ჭრილობები მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ