EU-სკენ წინსვლა დამოკიდებული იქნება კრიტერიუმების შესრულებაზე – ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომა

2024 წლის 20 თებერვალს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თავმჯდომარეობით გაიმართა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომა, რომელშიც ქართულ დელეგაციას პრემიერმინისტრი, ხელმძღვანელობდა. სხდომაში მონაწილეობა მიიღო გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმაც.
სხდომასთან დაკავშირებით ევროპული საბჭო ავრცელებს განცხადებას, სადაც შეხვედრის დროს განხილული საკითხებია მიმოხილული. განცხადების თანახმად, ასოცირების საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს “ისტორიულ” გადაწყვეტილებას მიესალმა. აქვე ხაზგასმულია 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიის რეკომენდაციით გათვალისწინებული 9 ნაბიჯი და მათი შესრულების აუცილებლობა.
“ევროკავშირმა გაითვალისწინა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოს მთავრობის მიერ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმის მიღება და საქართველოს რეფორმების მიმართულებით შემდგომი პროგრესისკენ მოუწოდა. ამან ხაზი გაუსვა ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციებით მომზადებული და განხორციელებული მნიშვნელოვანი და შეუქცევადი რეფორმებით ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პირობების შესრულების მნიშვნელობას. ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პროგრესი ევროკავშირისკენ დამოკიდებული იქნება მის დამსახურებაზე გაწევრიანების კრიტერიუმების შესრულებაში”. – წერია განცხადებაში.
დოკუმენტის თანახმად, საბჭომ კიდევ ერთხელ გაიმეორა ევროკავშირის ვალდებულება, გააძლიეროს საქართველოსთან ურთიერთობები და ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმების სრულად გამოყენების მნიშვნელობას, მათ შორის, 2021-2027 წლებში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის ეფექტურ განხორციელებას. აქვე ხაზგასმულია, რომ ასოცირების შეთანხმებისა და მისი DCFTA-ს ეფექტიანი განხორციელებით, შესაბამისი რეფორმებით მარეგულირებელი სისტემის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებით, საქართველო ევროკავშირის შიდა ბაზარზე ინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე გადავა.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ რიგ სფეროებში საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და საკუთარი კანონმდებლობა ევროკავშირისას ბევრ სექტორში დაუახლოვა. ამასთან, ასოცირების საბჭომ შეაქო საქართველოს “აქტიური” სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. დოკუმენტში საუბარია ანტიდასავლურ რიტორიკასთან ბრძოლის აუცილებლობაზე და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე.
“დეზინფორმაციასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე, ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკასა და უცხოური ინფორმაციის მანიპულაციასა და ჩარევაზე ხაზგასმით, ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმისკენ, თუმცა, აღნიშნა მთავრობის ძალისხმევაც.
ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრული დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, კერძოდ, ყველა სასამართლო, საბრალდებო, ანტიკორუფციული და ფულადი ინსტიტუტისა. ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების შემდგომი გაუმჯობესების აუცილებლობა, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე”. – ნათქვამია განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ სასამართლოს ყოვლისმომცველი რეფორმის გასატარებლად დამატებითი ძალისხმევაა საჭირო.
დოკუმენტის თანახმად, ასოცირების საბჭომ საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული რეფორმებიც განიხილა და მოუწოდა საქართველოს, საარჩევნო რეფორმა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად დაასრულოს და თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი უზრუნველყოს. საბჭომ მხედველობაში მიიღო საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნული სტრატეგიის 2022-2030 წლების და ადამიანის უფლებათა 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის მიღებაც.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საბჭო მიესალმა გენდერული და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და სახალხო დამცველის დანიშვნასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე მუშაობას, თუმცა, ევროკავშირმა აღნიშნა, რომ აუცილებელია გამოხატვის, შეკრების და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტების სრული დამოუკიდებლობა და ეფექტურობა.
“ასოცირების საბჭომ აღნიშნა დეოლიგარქიზაციისთვის გაწეული საქმიანობა, საქართველოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე პირადი ინტერესების გადაჭარბებული ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად და ხაზი გაუსვა არსებული სამოქმედო გეგმის ეფექტიანად განხორციელების აუცილებლობას მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით. ევროკავშირი მიესალმა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას და ხაზი გაუსვა ბიუროს დამოუკიდებლად და ეფექტურად ფუნქციონირების მნიშვნელობას. ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა შემდგომი ძალისხმევა კორუფციის ყველა ფორმის დასაძლევად, მათ შორის დეოლიგარქიზაციის ძალისხმევის ფარგლებში. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებას და მის ქმედებებს ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით”. – ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი ს წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად საქართველოს ჩართულობას მიესალმა, თუმცა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისობაში მოსაყვანად მეტი ძალისხმევისკენ მოუწოდა.
“ევროკავშირმა და საქართველომ გამოთქვეს შეშფოთება რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით, საქართველოს რეგიონების, სა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რუსეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების, სამხედრო, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში ჩართვასთან დაკავშირებით. საბჭომ დაგმო საქართველოში უკანონოდ განლაგებული რუსული ძალების მიერ ქართველი მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა. ასოცირების საბჭომ გამოხატა ღრმა შეშფოთება საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების გაუარესების გამო, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლების, საკუთრების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და ქართველების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო”. – ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
მხარეებმა ასევე დაადასტურეს თავიანთი ერთგულება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისადმი, მათ შორის მოახლოებული 60-ე რაუნდის მიმართ და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ რუსეთი ვალდებულია შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა კონფლიქტის ზონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვან როლსაც. ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას, რომლებიც ადასტურებს კონფლიქტში რუსეთის პასუხისმგებლობას.
“ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს COVID-19-ის კრიზისის შემდგომ წარმატებულ ეკონომიკურ აღდგენას და მშპ-ს ზრდას. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს ჯანსაღი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, რამაც საშუალება მისცა კარგად გადაეტანა ში რუსეთის აგრესიულ ომთან დაკავშირებული შოკი. ევროკავშირმა გაიხსენა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური სტაბილურობის დაცვის ინსტრუმენტული როლი და ხაზი გაუსვა მისი დამოუკიდებლობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას”. – ნათქვამია განცხადებაში.
ასოცირების საბჭო მიესალმა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს უდიდეს სავაჭრო პარტნიორად და რომ ქართული ექსპორტი ევროკავშირში გაიზარდა. ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კასპიის ნახშირწყალბადის რესურსების მიწოდებაში სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით.
“ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მის მუდმივ ერთგულებას მხარი დაუჭიროს საქართველოს ვაჭრობისთვის დაბრკოლებების შემდგომ შემსუბუქებაში და ხაზი გაუსვა DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების მნიშვნელობას. ასოცირების საბჭო მიესალმა მიღწეულ შეთანხმებას პრიორიტეტული სამოქმედო გეგმის (PAP) შემუშავებაზე მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით, აღიარა აქამდე მიღწეული კარგი პროგრესი PAP-ის შინაარსზე შეთანხმების მიზნით და ხაზი გაუსვა მასში ჩამოთვლილი ქმედებების სათანადო შესრულების მნიშვნელობას DCFTA-ს განსახორციელებლად”. – ვკითხულობთ განცხადებაში.
ევროკავშირმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა ევროს ერთიანი გადახდის სისტემაში გაწევრიანების კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად მხარი დაუჭიროს საქართველოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.
დოკუმენტის თანახმად, ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა აქტუალური რჩება და გაფართოების პროცესის პარალელურად, 2024 წელს კონკრეტული შედეგებია საჭირო.