918 პედაგოგს 10 წელია ანაზღაურებადი შვებულებით არ უსარგებლია – რა წინადადებით მიმართავს სახალხო დამცველი მერიას

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის მერიას და მის მიერ დაფუძნებულ ხელოვნებისა და სპორტულ დაწესებულებებს თანამშრომლებთან დადებული შრომის ხელშეკრულებების საქართველოს შრომის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის წინადადებით მიმართა.