გიორგი ვაშაძე ფინანსთა მინისტრს – გასულ წელს, ჯარიმების ამოღებით, რეკორდი დაამყარეთ, ამოხდათ სული ადამიანებს, ვეღარ არსებობენ ამდენი ჯარიმის პირობებში

რის ხარჯზე ზრდით ბიუჯეტს? მეტი და მეტი გადასახადი. გასულ წელს, რეკორდი დაამყარეთ ჯარიმების ამოღებით, ნახევარ მილიარდამდე იყო ჯარიმები, რაც უღლად ადევს ხალხს კისერზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, მ „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ჯარიმები მოსახლეობის საშუალო შემოსავალთან შესაბამისი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სადამსჯელო ხასიათი ექნება.
„რის ხარჯზე ზრდით ბიუჯეტს? მეტი და მეტი გადასახადი და კიდევ უარესი, გასულ წელს რეკორდი დაამყარეთ ჯარიმების ამოღებით, ნახევარ მილიარდამდე იყო ჯარიმები, რაც უღლად ადევს ხალხს კისერზე. ჯარიმა 1000 ლარი, 500 ლარი, 300 ლარი, ამოხდათ ადამიანებს სული, ვეღარ არსებობენ ამდენი ჯარიმის პირობებში.
ერთხელ მაინც გამოთქვა ფინანსთა მინისტრმა იდეა, რომ ჯარიმები განახევრდეს? ევროკავშირი რომ გვინდა, ევროკავშირის პრინციპია, რომ ჯარიმა შესაბამისი უნდა იყოს შემოსავლების, თუ ჯარიმა ადამიანების საშუალო შემოსავალს მკვეთრად ცდება, ასეთ შემთხვევაში, ეს ჯარიმა არის სადამსჯელო ღონისძიება და არა ის, რომ ვინმეს წესრიგისკენ მოუწოდო. უფრო მეტიც, მაგალითად, ძალიან ბევრი კომპანია თქვენ ათი ათასობით ლარით დააჯარიმეთ. მე პრემიერ – მინისტრს არაერთი წერილი მივწერე, რომ ეცნობებინა, რატომ დაჯარიმდნენ კონკრეტული ინდივიდები.
ბატონო ლაშ [ხუციშვილი] , მე პირადად გადმოგცემთ ამ წერილებს, მოგიტანთ და თქვენ პასუხსაც არ გვცემთ. შემდეგ გამოდიხართ და წარსულზე საუბრობთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ