ირანი ისრაელს გაზსადენის დაზიანებაში ადანაშაულებს

ირანის ნავთობის მინისტრმა ჯავად ოუჯიმ დაადანაშაულა ბოლოდროინდელ აფეთქებებში, რამაც ირანის ორ პროვინციაში გაზსადენი დააზიანა.
21 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას, ოუჯიმ ინციდენტები აღწერა, როგორც “ისრაელის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ირანის შიგნით გაზის მიწოდების შეწყვეტას”. ოუჯიმ არ წარმოადგინა არანაირი მტკიცებულება მისი განცხადებების გასამყარებლად.
ს ხელისუფლებას ბრალდებებთან დაკავშირებით საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.
14 თებერვალს მომხდარი აფეთქებების სამიზნე ქვეყანაში გაზის ეროვნული გადამცემი ხაზები იყო, რამაც ირანის სულ მცირე ხუთ პროვინციაში გაზის მიწოდების სერიოზული შეფერხება გამოიწვია. აფეთქებების ხმა გაისმა ფარსში, ჩაჰარმაჰალსა და ბახტიარის პროვინციებში, ხოლო გაზის ეროვნულმა კომპანიამ ინციდენტები დაახასიათა, როგორც “დივერსიული და ტერორისტული აქტები”. ოუჯის თქმით, დაზიანებული გაზსადენები გარემონტდა.
ირანსა და ისრაელს შორის დაძაბულობა ღაზის სექტორში მიმდინარე ომის ფონზე გამწვავდა. „ჰამასს“, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს, ირანი მხარს უჭერს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანი ნადარეიშვილი – როცა ბაჩო პირველ წრეზე იჯდა ციხეში, ფარცხალაძე მთავარი პროკურორი იყო და კაბინეტში „აკაჩავებდა“ მოწმეებს და მოსამართლეებს – მაშინდელი სუს-ის უფროსი, „ქოცების“ „ფილარმონია” კაცი ლილუაშვილიც გვერდზე საკანში უზის ბაჩოს

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს