რატი იონათამიშვილი თემურ ჯანაშიას განცხადებაზე „რევოლუციური წინა პროცესის“ შესახებ – ჩვენ რომ ვამბობთ, ამას გეგმავენ-თქო, რას კადრულობთო

ჩვენ რომ ვამბობთ, ამას გეგმავენ-თქო, რას კადრულობთო, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას განცხადებას, რომ „მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს ამხელა, რევოლუციურ წინა პროცესში“.
იონათამიშვილი ჯანაშიას მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ინფორმაციისთვის, თეიმურაზ ჯანაშიას თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილს უნდა მოექცნენ სამართლიანად, სამართლიანობა კი მოითხოვს იმას, რომ დღეს არ უნდა იყოს იქ სადაც არის.
„ჩვენი ქვეყნის პარტნიორი ქვეყნის მინისტრი {} პირდაპირ მიუთითებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს უნდა მოექცნენ სამართლიანად, სამართლიანობა კი მოითხოვს იმას, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს იქ სადაც არის. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფლებაზე, მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება მიიღოს პოლიტიკურ, ამხელა, რევოლუციურ წინა პროცესში მონაწილეობა“, – აღნიშნა ჯანაშიამ „მთავართან“ საუბარში.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ვაფრთხილებთ, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან- წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად