ელჩი დანიგანი: აშშ ორიენტირებულია საქართველოს თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფაში დაეხმაროს

აშს-ის ელჩი საქართველოში ს განცხადებით შეერთებული შტატები ორიენტირებულია საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფაში დაეხმაროს, ამის შესახებ ელჩმა მედიასთან საუბარში განაცხადა საქართველოს უნივერსიტეტში წიგნის პრეზენტაციაზე ყოფნისას.
„არჩევნებზე უფრო ზოგადად ვისაუბრებ. საქართველოშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც საარჩევნო წელია. სამართლიანი არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. ასე რომ, შეერთებული შტატები ორიენტირებულია, რომ დაეხმაროს საქართველოს, თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფაში. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან, ოპოზიციურ პარტიებთან და მმართველ პარტიასთან და განსაკუთრებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ მათი ხმა სამართლიანად იქნება დათვლილი, რომ მათი ხმები ფარულია, და რომ პროცესი არის თავისუფალი და სამართლიანი. ასე რომ, მე მოუთმენლად ველი, რომ ქართველებმა გამოიყენონ თავიანთი დემოკრატიული უფლება და მისცენ ხმა და ამერიკელებმაც იგივე გააკეთონ შეერთებულ შტატებში“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა გუშინ 20 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სთან ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ რამდენიმე პრიორიტეტს შორის საარჩევნო რეფორმა დაასახელა. ღია, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაწვრინებაზე მოლაპარკების დ ასაწყებად საჭირო 9 დათქმიდან ერთ-ერთია.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ 2024 წელი მნიშვნელოვანი ტესტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის – საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით.
ბორელმა საარჩევნო რეფორმის დასრულებისკენ მოუწოდა ხელისუფლებას – ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის რეკომენდაციების გათვალისწინებით რეფორმის დასრულებისკენ, რათა ჩატარდეს თავისუფალი, სამართლიანი და ღია არჩევნები.
-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა, (NDI) 19 თებერვალს განაცხადა, რომ საქართველოში წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიას იწყებს.
14 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად მოიწვიეს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორი მატეო მეკაჩი.
უწყების თანახმად საქართველო მზადაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დამკვირვებლების მიერ თავიანთი ფუნქციების ეფექტიანად შესრულებას.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

ასევე დაგაინტერესებთ