8 ქართული ბრენდის ტყავის პროდუქცია მილანში Micam & Mipel Milano-ზეა გამოფენილი

“აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით და თანადაფინანსებით, ქართული კომპანიები მილანში, ტყავის პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაში – „Micam & Mipel Milano” მონაწილეობენ.
სააგენტოს ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, გამოფენაზე რვა ქართული კომპანია წარადგენს ტყავის პროდუქციას, მათ შორისაა: Salle de Mode, Jiano, Cosmo, Gepherrini, Tani, GT Handmade, Mansard, Nicolo.
ტყავის პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე ქართულმა კომპანიებმა მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარეს საერთაშორისო შემსყიდველებთან. ქართული ჩანთებით, ფეხსაცმლითა და აქსესუარებით დაინტერესდნენ უცხოელი ბაიერები ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა: იტალია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, პოლონეთი, სინგაპური, იაპონია, , ირლანდია, , ნიგერია, თურქეთი, , რუმინეთი, შვეიცარია.
ტყავის პროდუქციის საერთაშორისო შოუს Micam & Mipel Milano-ს 30 000-ზე მეტი დამთვალიერებელი სტუმრობს. პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენა იტალიის მოდის დედაქალაქში ყოველწლიურად იმართება და მთელი მსოფლიოდან მასპინძლობს ცნობილ ბრენდებს, დამწყებ თუ წარმატებულ დიზაინერებსა და ბაიერებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა საგანგაშო განცხადება გააკეთა, რომ ჩორჩანას საკითხზე გამოძიება საგუშაგოს დემონტაჟის იმედს აჩენს – „ოცნება“ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ტერიტორიულ მთლიანობას

თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე – დედამისი ამბობს, ჩემი შვილისთვის ეს არ უნდა გაეკეთებინა, ივანიშვილის ახლობელი იყოო – ახლობლების ძარცვა დასაშვებია? – ვიღაცას ადრე 2 გრამი ჰეროინი ჩაუდეს, მაგრამ გაგიგიათ, რამდენიმე მილიონი ჩაგიდონ ჯიბეში?

პროკურატურა – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით, საქართველო 10 წელია უმაღლეს საფეხურზეა