“ერთი სული მაქვს, დერბიში როდის ვითამაშებთ” – გრიზმანმა მბაპეზე ისაუბრა

მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა “პარი სენ ჟერმენის” შემტევის კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა.
გრიზმანის თქმით, თუ ზაფხულში კილიანი “რეალში” გადაბარგდება, მას ესპანეთში შესანიშნავად მიიღებენ.
“კილიანს ესპანეთში შესანიშნავად მიიღებენ, ნებისმიერ შემთხვევაში უბედნიერესი ვიქნები, როდესაც “მადრიდულ დერბიში” მის წინააღმდეგ ვითამაშებ”, განაცხადა გრიზმანმა Le Monde-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ცნობილი ესპანური გამოცემა Marca-ს ცნობით, მბაპემ მადრიდის “რეალთან” შეთანხმებას უკვე მიაღწია, კილიანი “სამეფო კლუბთან” 5 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, სეზონში 35 მილიონ ევროს, ხოლო კონტრაქტის გაფორმების ბონუსად 100 მილიონ ევროს მიიღებს.
ცნობისთვის, 25 წლის შემტევი ზაფხულში “ბლანკოსს”
თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

ასევე დაგაინტერესებთ