ტექნიკის მაღაზიათა ქსელი ალტა 27 წლისაა

27 წლის წინ, თბილისში, ახლანდელ ცინცაძის 5 ნომერში – ყოფილ საბურთალოს ქუჩაზე, ალტას პირველი მაღაზია გაიხსნა. 1997 წელი ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის საინტერესო იყო. სწორედ მაშინ გამოვიდა თამაში “snake”; ხელმისაწვდომი გახდა Wi-Fi; გაჩნდა ტერმინი “Bluetooth”, IBM-ის სუპერკომპიუტერმა მოჭადრაკე გარი კასპაროვი დაამარცხა, თუმცა, ბევრი რამ განვითარების საწყის ეტაპზე იყო: მობილურით ინტერნეტს ჯერ კიდევ ვერ უკავშირდებოდნენ და არც ჭკვიანი ტექნოლოგიები იყო გავრცელებული.
მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ინდუსტრიის განვითარებას კი ფეხდაფეხ მიჰყვა ალტა, რომელიც საქართველოში ტექნიკის ბაზრის ლიდერად ჩამოყალიბდა. დღეს იგი ქვეყნის მასშტაბით 7 ქალაქში 16 მაღაზია აერთიანებს, მომხმარებლებს კი უახლეს ტექნოლოგიებთან წვდომას უადვილებს.
თბილისი, რუსთავი, თელავი, გორი, ქუთაისი, და ზუგდიდი – ეს იმ ქალაქების ჩამონათვალია, სადაც მომხმარებლებს ალტას მაღაზიაში სტუმრობის შესაძლებლობა აქვთ. გარდა ამისა, მუდმივად ვითარდება და იზრდება ალტას ონლაინ მაღაზია – www.alta.ge, სადაც ტექნოლოგიური პროდუქტების ფართო ასორტიმენტია ხელმისაწვდომი.
“ალტას 27-წლიანი წარმატების უკან დგას დიდი ძალისხმევა და პირობა, რომ მომხმარებლებს მუდმივად მივაწვდით თანამედროვე, ინოვაციურ და ხარისხიან ტექნიკას. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, ჩვენ, პროდუქტების გარდა, მომხმარებელს კვალიფიციურ მომსახურებას ვთავაზობთ, მათ შორის, საგარანტიო მომსახურებას საერთაშორისო ბრენდების მიერ ავტორიზებულ სერვის ცენტრში. გვიხარია, რომ წლების განმავლობაში უამრავი ერთგული მომხმარებელი შევიძინეთ და გვაქვს შესაძლებლობა, მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური ბრენდები შევთავაზოთ მათ”, – ამბობენ ალტაში.
ალტაში წარმოდგენილია სმარტფონები, ლეპტოპები, ტელევიზორები, მსხვილი და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა. კომპანია 100-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური პარტნიორია. მათ შორისაა ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა: Samsung, Apple, Asus, Sony, TCL, HONOR, Electrolux, Philips, Panasonic, LG, Delonghi და სხვა. აღსანიშნავია, რომ ალტა ყველა კატეგორიის ტექნიკას მხოლოდ საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლობისგან იღებს, შესაბამისად პროდუქტებზე ვრცელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარანტია და მომსახურება.
დაბადების დღის აღსანიშნავად ალტამ მომხმარებლებისთვის საჩუქრები მოამზადა – ყოველ 27-ე მომხმარებელს საჩუქრად 150-ლარიანი ვაუჩერი გადასცა. გარდა ამისა, სხვადასხვა კატეგორიის ტექნიკაზე დააწესა სპეციალური ფასდაკლება, რომელიც სიყვარულის სეზონის კამპანიასთან ერთად 10 მარტამდე გრძელდება.
“ალტა განვითარებასა და ზრდას აგრძელებს. ჩვენ მომავალშიც საინტერესო და სასიამოვნო სიურპრიზებით გავანებივრებთ მომხმარებლებს. რაც მთავარია, პირველები შევთავაზებთ უახლეს მოწყობილობებს და გავაცნობთ ტექნოლოგიურ ინოვაციებს” – აცხადებენ ალტაში.