გასულ წელს საქართველოს საზღვარი 1 044 911-მა მსუბუქმა ავტომობილმა და 852 465-მა სატვირთომ გადმოკვეთა

2023 წელს საქართველოს საზღვარი 1 044 911-მა მსუბუქმა ავტომობილმა გადმოკვეთა, რაც 2022 წლის მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აჭარბებს, მაშინ ქვეყანაში 818 748 მანქანა შემოვიდა.
2023 წელს საქართველოს საზღვარი 852 465-მა სატვირთომ, 33 620-მა ავტობუსმა და 6032-მა მოტოციკლმა გადმოკვეთა. 2022 წლის მაჩვენებლებით კი ქვეყანაში 758 874 – სატვირთო, 24 940 – ავტობუსი და 4 848 მოტოციკლი შემოვიდა.
2023 წელს ქვეყნიდან გავიდა:
მსუბუქი – 1 110 182
სატვირთო – 850 586
ავტობუსი – 33 513
მოტოციკლი – 6152.
სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის დინამიკა 2023 წელს 2022 წელთან შედარებით შემცირებულია. კერძოდ, 2023 წლის განმავლობაში ქვეყანაში სამგზავრო შემადგენლობის 181 შემოსვლა და 180 გასვლა დაფიქსირდა. ხოლო სატვირთო შემადგენლობის 4663 შემოსვლა და 3812 გასვლა დაფიქსირდა.
საზღვაო რეისების მოძრაობის დინამიკის სტატისტიკა კი 2023 წელს 2022 წელთან შედარებით თითქმის უცვლელია. გასულ წლის სტატისტიკით: ს პორტში 1066 შემოსვლა, 1074 – გასვლა, ხოლო ს პორტში 612 შემოსვლა და 608 გასვლა დაფიქსირდა.