კავშირშია რუსულ დაზვერვასთან – აშშ-ს პროკურატურა FBI-ს ყოფილ ინფორმატორზე

აშშ-ს პროკურატურის განცხადებით, FBI-ს ყოფილი ინფორმატორი, რომელსაც ბრალი წარუდგინეს უკრაინულ ენერგეტიკულ კომპანია Burisma Holdings-სთან ჯო და ჰანტერ ბაიდენების კავშირების შესახებ ცრუ ჩვენებების მიცემის გამო, რუსულ დაზვერვასთანაა კავშირში.
ალექსანდრ სმირნოვის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები -ს იუსტიციის დეპარტამენტის საქმეშია მოცემული.
სმირნოვი გასულ კვირას ჰარი რეიდის საერთაშორისო აეროპორტში ლას-ვეგასში, ნევადაში დააკავეს.
ამასთან, პროკურორები ითხოვდნენ აშშ-სა და ს მოქალაქეობის მქონე სმირნოვის გირაოს უფლების გარეშე დაკავებას და ამტკიცებდნენ, რომ მას აქვს კონტაქტები ს სადაზვერვო სამსახურებთან.
თუმცა, 20 თებერვალს აშშ-ის მაგისტრატმა მოსამართლემ დენიელ ალბრეგტსმა პატიმრობიდან გაათავისუფლა იმ პირობით, რომ სასამართლო პროცესამდე GPS-ის მაკონტროლებლით გადაადგილდებოდა. ამასთან, აეკრძალა ნევადას კლარკის ოლქის დატოვება და ახალი პასპორტისთვის განაცხადის გაკეთება.
როგორც გამოძიების მასალებშია ნათქვამი, 2023 წლის დეკემბერში სმირნოვი “რუსეთის საგარეო დაზვერვის კონკრეტული სამსახურის მაღალჩინოსანთან” შეხვედრას საზღვარგარეთ დაესწრო.
სმირნოვს გასულ კვირას ბრალი წარუდგინა აშშ-ს სპეციალურმა პროკურორმა, დევიდ ვაისმა, რომელიც პრეზიდენტ ს შვილის ჰანტერ ბაიდენის საქმეს იძიებს.
როგორც ვაისის განცხადებაში იყო აღნიშნული, სმირნოვს ბრალი ედება გამოძიებასთან დაკავშირებით “ცრუ განცხადების და ცრუ და ფიქტიური ჩანაწერების გაკეთებაში”. ამასთან, სმირნოვს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მაქსიმუმ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
როგორც პროკურორები ამტკიცებენ, სმირნოვი მოტივირებული იყო პრეზიდენტ ჯო ბიადენისადმი ზიზღით.