Georgian Wings-მა კიშინიოვის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო

Georgian Wings-ის ინფორმაციით, ქართული ავიაკომპანია Geosky -ს სამგზავრო მიმართულება ჯეორჯიან ვინგსი თბილისი კიშინიოვი -ს მიმართულებით პირველი სამგზავრო რეგულარული ფრენა 20 თებერვალს შესრულდა.
ავიაკომპანია ფრენებს კვირაში 2 სიხშირით ყოველ სამშაბათსა და შაბათს, 148 მგზავრზე გათვლილი Boeing 737– ით განახორციელებს.
,,მოლდოვის რესპუბლიკა ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა. გადაწყვეტილება თბილისი კიშინიოვი კიშინიოვი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე რეისების დაწყებაზე, დიდმა დაინტერესებამ მიგვაღებინა. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას და გვაძლევს შესაძლებლობას, განვავითაროთ როგორც ტურიზმი, ასევე ბიზნესი.“- აცხადებს ავიაკომპანიის პრეზიდენტი -შალვა კიკნაძე.