ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს

„ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს.
წილოსანმა ამ თანამდებობაზე ირაკლი ჩიქოვანი ჩაანაცვლა, რომელიც თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.
აქამდე ნინო წილოსანი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. წილოსანი ასევე ხელმძღვანელობს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს. ის, როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი, არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი ქალთა უფლებების დარღვევაზე არასათანადო რეაგირების გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – სჯობს, ხალხის მაქსიმალურ მობილიზაციაზე ვიფიქროთ და შემდეგ ძალიან მარტივად შევთანხმდებით კოალიციურ მთავრობაზე – არ არის სწრაფი და მოუმზადებელი ნაბიჯების გადადგმის დრო

თინა ბოკუჩავა – დღეს, როცა არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, გენერალური ამოცანა, რომელზეც ჩვენ ვართ ფოკუსირებული, არის საერთო ოპოზიციური ეროვნული გამარჯვების მოტანა ერთიანობით