პროტესტი ახალციხის მეორე საჯარო სკოლასთან – მოსწავლეთა მშობლები ეჭვს გამოთქვამენ, რომ რეაბილიტაციის პროცესის გაჭიანურება შენობის შესაძლო გაყიდვას უკავშირდება

პროტესტი ახალციხის მეორე საჯარო სკოლასთან. მოსწავლეთა მშობლები შვილების სკოლაში დაბრუნებას ითხოვენ და ხელისუფლებას დროის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ.
2023 წლის იანვრის თვეში მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, მეორე სკოლის 400-მდე მოსწავლე სკოლის რეაბილიტაციის მიზეზით, პირველ საჯარო სკოლაში გადანაწილდა, თუმცა რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დაწყებულა. მშობლები ეჭვობენ, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე შენობა და ეზო, ხელსაყრელია ბიზნესის დასაწყებად.
აქციის მონაწილეებს შეხვდა ახალციხის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი. ხათუნა ხმალაძის თქმით, სარემონტო სამუშაოების დაწყება სამხარაული ექსპერტიზის დასკვნის დაგვიანების გამო შეფერხდა.
მეორე სკოლის გაჭიანურებულ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრი და სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობლაშვილი აცხადებს, რომ შენობის გაყიდვა არ იგეგმება და სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმე არ არის მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობა. ეს არის სრულიად აჭარის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და ღირსების წინაშე ჩადენილი დანაშაული

იმდროინდელმა მაღალჩინოსნებმა უკვე გარდაცვლილი ახალგაზრდების მიმართ ე.წ. საკონტროლო გასროლაც განახორციელეს – დაუშვებელია სისხლიანი რეჟიმის პოლიტიკურ ველზე არსებობა, მათ ამის არც მორალური და არც იურიდიული უფლება არ აქვთ