უკრაინა რუსული სუ-34-ის ჩამოგდების შესახებ იუწყება

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის ცნობით, ში მორიგი რუსული გამანადგურებელი, სუ-34 ჩამოაგდეს.
„მინუს ერთი, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. სუ-34-ის ეკიპაჟი უერთდება ჩვენს რუბრიკას „მარადიული ფრენა, ძმებო!“ — დაწერა ნიკოლაი ოლეშჩუკმა Telegram-ზე.
„უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, თვითმფრინავი აღმოსავლეთის მიმართულებით ჩამოაგდეს.
ბოლო ერთ კვირაში უკრაინამ უკვე ექვსი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ განაცხადა.