ბერძნულად ითარგმნა და გამოიცა დიანა ანფიმიადის პოეტური კრებული „რატომ აღარ ვწერ ლექსებს“

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, ბერძნულად ითარგმნა და გამომცემლობა Vakxikon Publications-ის მიერ გამოიცა დიანა ანფიმიადის პოეტური კრებული „რატომ აღარ ვწერ ლექსებს“.
მთარგმნელი: პენელოპე ზალონი
დიანა ანფიმიადი რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორია. 2009 წელს პოეტური კრებულისთვის შოკოლადი წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში დიანამ პრემია საბა მიიღო. 2008 წელს ანფიმიადი გალას კონკურსის ნომინანტი და პრემია წეროს გამარჯვებული გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – ეს მოღალატეები ოკუპანტებს, ჩვენი ხალხის მწამებლებს ბოდიშს უხდიან – ჩვენი მტრებისთვის ბოდიშის მოხდას მე არ ვაპირებ, შერიგებაც მოხდება, მაგრამ ეს ორმხრივი ამბავი იქნება და არა ისე, რომ ვინმეს თავი დავუხაროთ