უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 13 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 13 დრონი ჩამოაგდეს. „საბრძოლო მოქმედებების შედეგად, პოლტავის ოლქში X-59 ტიპის მართვადი რაკეტა და ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქებში Shahed-ის ტიპის 19 დრონიდან 13 განადგურდა“, – აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსების მიერ გაშვებულმა 6-მა უპილოტო საფრენმა აპარატმა მიზანს ვერ მიაღწია.
რუსებმა დრონები ს ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან, ხოლო Kh-59-ს ტიპის რაკეტა ბელგოროდის ოლქიდან გაუშვეს. ასევე, რუსებმა როსტოვის ოლქიდან უკრაინის მიმართულებით, S-300-ის ტიპის საზენიტო რაკეტა და Kh-22-ის ტიპის 4 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს.

ასევე დაგაინტერესებთ