საქართველო იქაა, სადაც უნდა იყოს, ევროპისაკენ მიმავალი, ევროპაში შემავალი – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 17 ნოემბერს ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია France 24-ს, გადაცემაში Talking Europe.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომელიც ამბობს, რომ ციტირებს ევროპაში სხვების მოსაზრებებს, რომ „საქართველოში დემოკრატიის დაღმასვლაა, საქართველო უკან მიდის“ და ამასთანავე, ეკითხება პრეზიდენტს, მიზანი საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი, ახლა უფრო შორსაა თუ ახლოს? პასუხობს:
„ყველაფერს ვიზამ, რათა მოსახლეობასა და ევროპის ყველა მომხრესთან ერთად იმ ს წინა ხაზზე ვიყოთ, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველო იქაა, სადაც უნდა იყოს, ევროპისაკენ მიმავალი, ევროპაში შემავალი“.
სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ხალხის ნება და მისწრაფებაა:
„თქვენც და მეც ვიცით, რომ სხვადასხვა დროს დაღმასვლებია ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში. მნიშვნელოვანი ისევ და ისევ ხალხის ნება და მისწრაფებაა. ჩვენ წინ ძალიან მნიშვნელოვანი წელი გველის, ოქტომბრის თვეში არჩევნებია და ვფიქრობ, ეს იქნება ტესტი. ერთგვარად კანდიდატის სტატუსს წინასწარ ვიღებთ, როგორც ქართველი ხალხისა და მისი ინსტიტუციების ნდობის ნიშანს“.
ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს კითხვა დაუსვა ს მხრიდან მომავალ საფრთხეებზეც:
რუსეთს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20% აქვს ოკუპირებული… აქვს რუსეთს საქართველოსთან მიმართებით იგივე გეგმა, რაც სთან ჰქონდა?
სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, მათი დამოუკიდებლობის აღიარება, და ის ფაქტი, რომ დასავლეთს ამასთან დაკავშირებით სერიოზული რეაგირება არ ჰქონია, რუსეთს გზა გაუხსნა იმ ქმედებებისკენ, რასაც ახლა უკრაინაში ახორციელებს:
„ექნება თუ არა საქართველოში რაიმეს გაკეთების ცდუნება, ეს ისაა, რაზეც ყოველთვის ვფიქრობთ და ამიტომ გვჭირდება ევროპული მხარდაჭერა. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენს პარტნიორებთან, ამიტომ უნდა შევუერთდეთ იმ სანქციებს, რომლებსაც შეგვიძლია, რომ შევუერთდეთ. და მინდა დავამატო ის, რომ საქართველოსთვის, მისი გეოპოლიტიკური წნეხიდან და ოკუპირებული ტერიტორიიდან გამომდინარე, რუსეთის წინააღმდეგ ეროვნული სანქციების დაწესება არავის მოუთხოვია. ჩვენ ვართ საერთაშორისო ფინანსური სანქციების ნაწილი და ძალიან მნიშვნელოვანია ამის თქმა. არ ვიცი რატომ ვიმალებით რაღაცის უკან. ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს; ჩვენი ბანკები ემორჩილებიან და ასეც გააგრძელებენ. ჩვენ დასავლეთის მხარეს ვართ, ეს ეჭვგარეშეა და ასეც გავაგრძელებთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილთან France24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მთელი მდიდარი ენჯეოსექტორი აორგანიზებდა და ბოლოს მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს – არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგეს